Сообщения

Сообщения за сентябрь, 2016
მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი, რომლის შევსებაც პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, ყველა პრაქტიკოსისთვის სასწავლო წლის დასაწყისში სავალდებულოა, იცვლება.  შესაბამისი ბრძანება  ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე  მანანა რატიანი   EDU.ARIS.GE -სთან საუბარში აცხადებს, ცვლილება კითხვარის რთულმა სტრუქტურამ და ნაკლებად მოქნილმა ხასიათმა გამოიწვია. მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით 2 კვლევა ჩაატარა, სადაც გამოჩნდა ის ხარვეზები, რის გამოც ცვლილებები გადაწყდა. ამ კვლევების შედეგებზე ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ,  მანამდე კი – რა წერია ახალი თვითშეფასების კითხვარში და რა საკითხებზე მოუწევთ მასწავლებლებს პასუხის გაცემა, ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე  მანანა რატიანი  დეტალურად გვესაუბრება. -ქალბატონო მანანა, ახალი თვითშეფასების კითხვარის მიხედვით რა ევალება მასწ