Сообщения

Сообщения за март, 2016
Изображение
ინსტრუქციები გაკვეთილების დაგეგმვისა და ვიდეოგადაღებისთვის   30 მარტი, 2016   გიორგი ნოზაძე        ძვირფასო მასწავლებლებო, მსურს, გაგიზიაროთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები იმ გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ, რომლებზეც შიდა შეფასებისთვის კომისია უნდა დაგესწროთ ან გარე შეფასებისთვის უნდა გადაიღოთ ვიდეოზე. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ აქტივობის/გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის დასაწყისში ხმამაღლა გააცანით მაყურებლებს ან გააკარით დაფაზე/კედელზე და წააკითხეთ კამერას/ოპერატორს და მისი თვალით – მაყურებელსაც. მისდიეთ დასახულ მიზანს, რათა გაკვეთილი შეკრული და ფოკუსირებული გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 45 წუთი გაქვთ და ნუ გაიფანტებით, ნუ გადასწვდებით მეტისმეტად ბევრ საკითხსა თუ აქტივობას. წინასწარ გაიაზრეთ: რამდენ ხანს გაგრძელდება მოსწავლეთა პრეზენტაცია და დისკუსია/განხილვა; როგორ უზრუნველყოფთ მასში ყველა მოსწავლის ჩართვას; ვიდრე ერთი ჯგუფი მოხსენებას წაიკითხავს, რას გააკეთებენ სხვები; გაიგებენ თუ არა დაბალი მზაობის მოსწავლეები მაღალი მზაობის მოსწავლე